ქართველები უცხოეთშისპორტი

როგორ დახვდნენ ნიკოლოზ შერაზადიშვილს ესპანეთში (ვიდეო)

10 ივნისს ესპანეთის სახელით მოჭიდავე ქართველი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ის უკვე ორგზის მსოფლიო ჩემპიონია.

ნიკო შერამ, როგორც მას ხშირად ეძახიან ესპანეთში, 2018 წელს ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ის გახდა პირველი ესპანელი ძიუდოისტი, რომელმაც ვაჟებში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. დაფასების და აღიარების ნიშნად ქალაქ ბრუნეტეში, სადაც იგი ცხოვრობს და ვარჯიშობს, ერთ-ერთ ქუჩას ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელი მიენიჭება და მას „Niko Shera“ ეწოდება.

ქარ­თვე­ლი სპორტსმენი უკვე წლე­ბია ეს­პა­ნე­თის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობს. 10 წლის წინათ, როცა 14 წლის იყო, მის მშობლებს საქართველოდან ესპანეთში ემიგრირება მოუხდათ. 2014 წელს ნი­კომ ეს­პა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო და მა­შინ და­ი­წყო მისი სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­რი­ე­რა ძი­უ­დო­ში.

25 წლის სპორ­ტსმე­ნი გა­მარ­თუ­ლად სა­უბ­რობს ქარ­თულ და ეს­პა­ნურ ენებ­ზე, ჰყავს დედა, ძმა. სამწუხაროდ, მამა, ცნო­ბი­ლი ძი­უ­დო­ის­ტი ზაზა შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე წლის წინათ სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა.

ნიკო ხში­რად ჩამოდის სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­თე­სა­ვების მოსანახულებლად. როგორც „ჭორიკანა“ სოცქსელიდან გავარკვიეთ, ნიკო და მომ­ღე­რა­ლი ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close