როგორი იქნება ზაფხულის პირველი თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის? – 2021 წლის ივნისის ჰოროსკოპი
ამ თვეში ახალი შესაძლებლობები და ბევრი ცვლილება გელოდებათ
ვერძი: მოძრაობის თვე იწყება!
ივნისი გასწავლით, თუ როგორ უნდა ჟონგლიორობა, რადგან ის ტემპს მოუმატებს თქვენს საუბრებს, საზოგადოებრივ საქმეებსა და ფაქტობრივად, ცხოვრების ყველა ასპექტს. გამოწვევა? სათანადო შრომისმოყვარეობა, შესაძლოა, ჩვეულებრივზე რთული ჩანდეს, ამიტომ გაითვალისწინეთ, სად მიდის თქვენი ენერგია. გექნებათ ახლობლების მხარდაჭერა, რადგან მომხიბლავი ვენერა ოჯახისა და ემოციების მეოთხე სახლს გაანათებს. ხოლო თქვენი ცეცხლოვანი მმართველი, მარსი, ენერგიული ლომის ნიშანში გადავა. ივნისი სიახლეებით, დაუშრეტელი ენერგიითა და მოქმედებებით დაგამახსოვრებთ თავს.
კურო: ფულთან ურთიერთობას ხომ არ გადააფასებდით?
მართალია, უკვე ყველაფერი იცით ფინანსების შესახებ, მაგრამ ამ თვეში კიდევ მეტი რამის მოძებნა შეგიძლიათ. გარდა იმისა, რომ გადახედავთ თქვენს შემდეგ მნიშვნელოვან ნაბიჯს ან კარიერულ გეგმებს, ასევე გექნებათ შესაძლებლობა, თავი დაისაჩუქროთ. ფული ნამდვილად თქვენი „ტერიტორიაა“, მაგრამ თქვენი ახლობლების, ვენერას დახმარებით ფინანსებს ახალი თვალით შეხედავთ.
ტყუპი: გილოცავთ დაბადების დღეს!
ახლა სამყაროს ყურადღების ცენტრში თქვენ ხართ. მართალია, კომუნიკაციების მმართველი პლანეტა, მერკური, რეტროგრადულია, მაგრამ ეს ხელს არც არაფერში შეგიშლით. გარდა ამისა, მომავალი მზის დაბნელება გაააქტიურებს თქვენს მუტაბელურ ტერიტორიას, რაც, სავარაუდოდ, აისახება ყველაფერზე – ცხოვრების სტილის შეცვლიდან დაწყებული, კარიერული შესაძლებლობებით დასრულებული. ასევე, თქვენდა საბედნიეროდ, ვენერა ამ თვეში თქვენი ნიშნის მეორე, ფინანსურ სახლში გადავა. შედეგად კი ეს თვე, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ფინანსურ წარმატებასაც გპირდებათ.
კირჩხიბი: ახლა საკუთარი თავის შეყვარების დროა!
თქვენ ყველაზე უკეთ იცით, თუ როგორ ვითარდება მოვლენები მთვარის დაბნელებისას. სწორედ ამ უჩვეულო დაბნელებების დერეფნის წყალობით, მოგიწევთ ზუსტად ისევე იზრუნოთ საკუთარ თავზე, როგორც სხვებზე. თვის დაწყებისთანავე ვენერა თქვენს ნიშანში გადაინაცვლებს, რაც ნამდვილად გააუმჯობესებს თქვენს ფინანსებსა და ურთიერთობებს. ეს საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ ყველაფერი, რასაც ასე ძალიან იმსახურებთ – ასე რომ, გახსენით გულის ჩაკრა. ურთიერთობები, რომლებიც ერთ დროს გაურკვეველი იყო, შესაძლოა კვლავ დაბრუნდნენ თქვენს რეალობაში, მაგრამ მარსის წყალობით, მკაფიოდ შეაფასებთ სიტუაციას და ყველაფერზე მაღლა, საკუთარ ღირსებასა და ღირებულებებს დააყენებთ.
ლომი: სოციალიზაცია და მეგობრები ხომ არ მოგენატრათ?
როდესაც მზე ტყუპის ნიშანში გადავიდა, უკვე იგრძენით, როგორ გაიღვიძა სოციალურმა პეპელამ. მიუხედავად იმისა, რომ მზის დაბნელება სწორედ თქვენს სოციალიზაციის მე-11 სახლს შეარყევს, რეტროგრადული მერკური გადახედვის და გადაფასების საშუალებას მოგცემთ. პროფესიული კავშირებიდან დაწყებული, იმედებითა და ოცნებებით დასრულებული – გადახედავთ ყველა ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებას, მკაფიოდ გააანალიზებთ კავშირებისა და ქმედებების აუცილებლობას. სწორედ ამიტომ, ხელახლა გააღვივებთ მინავლებულ ცეცხლს და აქტიურ ცხოვრებაში გადაეშვებით.
ქალწული: განვითარება, განვითარება და განვითარება
კარიერაში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები გელოდებათ, რადგან რეტროგრადული მერკური სწორედ ამბიციების მე -10 სახლის გაანათებს. დაიმახსოვრეთ, უკანასკნელი 2 თვის შრომისმოყვარეობა არავის დარჩება შეუმჩნეველი. ასევე, ვენერას ტრანზიტი თქვენს სოციალურ სექტორში შეგახსენებთ, რომ თქვენი მეგობრების მხარდაჭერის იმედი მუდამ უნდა გქონდეთ. ამიტომ, არ შეგეშინდეთ ყურადღების ცენტრში ყოფნა – ამის ნაცვლად, უბრალოდ, დაიწყეთ შეჩვევა.
სასწორი: საკუთარი თავის აღმოჩენის დროა!
თქვენი რწმენისა და გაფართოების მეცხრე სახლი ახალი თავგადასავლებისა და მღელვარებისკენ გიბიძგებთ. მზის დაბნელებისას კი აქამდე უცნობი მოვლენებისა თუ ამბების სიღრმეებში ჩაიძირებით. მერკური რეტროგრადულია, ამიტომ შეეცადეთ მრავალჯერ შეაფასოთ ის შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებასაც აპირებთ. ამ თვეში იგრძნობთ, რომ გსურთ ახალი პროექტების დაწყება, სწავლა და თანამშრომლობა. ხოლო ამ საქმეში სრულ მხარდაჭერას, რა თქმა უნდა, თქვენი მფარველი ვენერა გამოგიცხადებთ, რომელიც თქვენი კარიერის სახლს გაანათებს.
მორიელი: ტოქსიკური აზროვნება წარსულს ჩაბარდება!
თქვენ და ტყუპი, ზოდიაქოს ყველაზე „საშიში“ ნიშნები ხართ. ტყუპის სეზონზე კი ისეთ ენერგიას იგრძნობთ, რომლის გაძლებაც შეუძლებელი იქნება. მერკურის რეტროგრადული ეფექტის გარდა, მზის დაბნელება გააღვივებს თქვენს მერვე სახლს, რომელიც ინტიმურ ურთიერთობასა და სულიერ კავშირებს მართავს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე უკეთ გეხერხებათ კანის გამოცვლა, ივნისი გთავაზობთ შესაძლებლობას, აღიაროთ, დაურეკოთ და გაწმინდოთ ის ჭრილობები, რომლებიც დღემდე არ ასვენებს თქვენი ფსიქიკის ბნელ კუთხეებს. გაუშვით ის, რაც აღარ გემსახურებათ – მხოლოდ ასე შეძლებთ დაიწყოთ ახალი ცხოვრების ჯადოსნური ეტაპი.
მშვილდოსანი: ეს კავშირების შეფასების ეტაპია
თქვენი ურთიერთობების ყურადღების ცენტრში მოქცევის გარდა, ივნისის მთვარის დაბნელება იმ სიახლეებს დაუდებს სათავეს, რომლებიც შეთანხმებებს, კომპრომისებსა და მოლაპარაკებებს ეხება. თუმცა როდესაც ვენერა თქვენს ინტიმურ მერვე სახლში გადასვა, ახალ კონტრაქტებსა და სხვადასხვა გართულებებს უნდა დაელოდოთ. მაგრამ დაიმახსოვრეთ: თქვენი გადასაწყვეტია, გსურთ თუ არა ინვესტიციის ჩადება. თვის შუა რიცხვებში, როდესაც მარსი ლომის ნიშანში გადავა, საშუალება მოგეცემათ, არსებული ვითარება უფრო შორი პერსპექტივით შეაფასოთ.
თხის რქა: მზად ხართ დინამიკური ყოველდღიურობისთვის?
ტყუპის სეზონი ყურადღების ცენტრში მოაქცევს თქვენს პასუხისმგებლობებს, ყოველდღიურ მოვალეობების და გულმოდგინებას. წინა პლანზე წამოიწევს ყოველდღიური რუტინები, იქნება ეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩვევები თუ, უბრალოდ, დღის საქმიანობების დაგეგმვა. მიუხედავად იმისა, ხედავთ თუ არა კომფორტს ამჟამინდელ დინამიკაში, ივნისი გიბიძგებთ გაზარდოთ პროდუქტიულობა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ვენერა მეშვიდე სახლში გადავა. პირადი რუკის ეს ნაწილი ურთიერთობებს მართავს, ამიტომ მოსალოდნელია ყოველდღიური ურთიერთობების გააქტიურება.
მერწყული: შინაგანი ბავშვის გამოღვიძების დროა!
ამ თვის მზის დაბნელება თქვენში ბავშვურ ცნობისმოყვარეობას, შემოქმედებითობას, ვნებას, რომანტიკასა და თვითგამოხატვას გააძლიერებს, რაც საშუალებას მოგცემთ, ახალ საწყისებს მიუახლოვდეთ, იქნება ეს პირადი თუ შემოქმედებითი ცხოვრება. სატურნი და ურანი წელს მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს, რაც თქვენს პიროვნულ საფუძვლებს შეარყევს და ურთიერთობებში რევოლუციას მოახდენს, თუმცა თვის დასაწყისშივე ვენერა კირჩხიბის ნიშანში გადავა, რაც ყოველდღიურობაში ქაოსურ განწყობას შეამსუბუქებს. ხოლო მარსი თვის მეორე ნახევარში თქვენი ურთიერთობების სექტორს გაანათებს. გამოიყენეთ ეს მგზნებარე ენერგია გონივრულად.
თევზები: ოჯახთან დაბრუნების დროა
სახლი ის ადგილია, სადაც თქვენი გული იმალება. რეტროგრადული მერკური და ივნისის მზის დაბნელება სწორედ ოჯახისა და საგვარეულო მეოთხე სახლს შეარყევს, ეს კი თქვენში გამჭრიახობისა და სიწმინდის განცდას გააძლიერებს. განსაკუთრებულ ყურადღებას ოჯახური საკითხები და მასთან დაკავშირებული ემოციები მიიპყრობს. მოსალოდნელია, რომ ზოგიერთი თევზი ახალ სახლში გადავა, ან საცხოვრებელი ფართის გადაკეთებას გადაწყვეტს. ასეა თუ ისე, ამ თვეში რაღაც აუცილებლად დაგაბრუნებთ ბავშვობაში, რაც საშუალებას მოგცემთ, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული თავსატეხები დაალაგოთ.
trend.ge
კომენტარები