ბიძინა ივანიშვილმა BLOOMBERG-ის მილიარდერების სიის ბოლო ათეულში გადაინაცვლა
Bloomberg-ის მილიარდერების სიაში საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიის ბოლო ათეულში გადაინაცვლა. სიის მიხედვით, ქართველი მილიარდერი დღეს $5.85 მილიარდს ფლობს და რეიტინგში 491-ე ადგილს იკავებს.
9 აპრილს „ბიზნეს ფორმულა“ წერდა, რომ ივანიშვილი $5.82 მილიარდით 480-ე ადგილზე იყო, მაშინ როდესაც 2020 წლის ანალოგიურ დროს 339-ე ადგილს იკავებდა.
ამასთან, Bloomberg-ის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ივანიშვილის ქონება გაიზარდა.
Forbes-ის რეიტინგით კი ივანიშვილის ქონება კვლავ $4.8 მილიარდით ფასდება.
2021 წლის იანვარში ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ 200 მილიონ დოლარს იტოვებდა, დანარჩენ ქონებას კი საქველმოქმედო ფონდს გადასცემდა. ამასთან, მაშინ მილიარდერმა აღნიშნა, რომ Bloomberg-ისა და Forbes-ის მონაცემები რეალობისგან განსხვავდება, რადგან Forbes-თან მას დიდი ხანია არ უთანამშრომლია, Bloomberg-თან თანამშრომლობის გამოცდილება კი საერთოდ არ აქვს.
businessformula.ge
კომენტარები