fbpx
საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილმა BLOOMBERG-ის მილიარდერების სიის ბოლო ათეულში გადაინაცვლა

Bloomberg-ის მილიარდერების სიაში საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიის ბოლო ათეულში გადაინაცვლა. სიის მიხედვით, ქართველი მილიარდერი დღეს $5.85 მილიარდს ფლობს და რეიტინგში 491-ე ადგილს იკავებს. 

9 აპრილს „ბიზნეს ფორმულა“ წერდა, რომ ივანიშვილი $5.82 მილიარდით 480-ე ადგილზე იყო, მაშინ როდესაც 2020 წლის ანალოგიურ დროს 339-ე ადგილს იკავებდა.

ამასთან, Bloomberg-ის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ივანიშვილის ქონება გაიზარდა.

Forbes-ის რეიტინგით კი ივანიშვილის ქონება კვლავ $4.8 მილიარდით ფასდება.

2021 წლის იანვარში ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ 200 მილიონ დოლარს იტოვებდა, დანარჩენ ქონებას კი საქველმოქმედო ფონდს გადასცემდა. ამასთან, მაშინ მილიარდერმა აღნიშნა, რომ Bloomberg-ისა და Forbes-ის მონაცემები რეალობისგან განსხვავდება, რადგან Forbes-თან მას დიდი ხანია არ უთანამშრომლია, Bloomberg-თან თანამშრომლობის გამოცდილება კი საერთოდ არ აქვს.

businessformula.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close