ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

რომში ქართული ტაძარი დაარბიეს – ზიარების ღვინო კედლებს და ხატებს შეასხეს

იტალიაში ქართული ტაძარი ვანდალურად დაარბიეს. რომის ქართული სამრევლოდან „კურიერს“ მიაწოდეს კადრები, სადაც ნათლად ჩანს განადგურებული ხატები, ფრესკები და სხვა სიწმინდეები.

რომის ქართული ტაძრის წინამძღვარი, მამა იოანე ხელაია ვარაუდობს, რომ ვანდალები ტაძარში ძვირფას ნივთებს და შესაწირ თანხას ეძებდნენ, თუმცა ადგილზე არც ფული აღმოჩნდა და არც ძვირფასეულობა. ამის შემდეგ მძარცველებმა ტაძარი დაარბიეს, ზიარებისთვის განკუთვნილი ღვინო ხატებს და კედლებს შეასხეს.

რომის კრიმინალური პოლიცია არკვევს, ვინ დგას ქართულ ტაძარზე ვანდალური თავდასხმის უკან.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close