საზოგადოებასაბერძნეთი

ათენში პალესტინელთა მხარდამჭერი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

ათენში პალესტინელთა მხარდასაჭერად შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. 

მანამდე, საბერძნეთის დედაქალაქში ასობით ადამიანმა ისრაელის საელჩომდე მსვლელობა გამართა. აქციის მონაწილეების ნაწილს პალესტინური დროშები ეკავა ხელში. ისრაელის დიპლომატიურ წარმომადგენლობას პოლიციის კორდონი იცავდა.

15 მაისს პალესტინელები „ნაქბას“ ანუ „კატასტროფის დღეს“ აღნიშნავენ, რომელიც 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე პალესტინელების იძულებით მასობრივ გასახლებას ეძღვნება. ამ დღეს პალესტინელთა მხარდამჭერი დემონსტრაციები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გაიმართა, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში, ავსტრიასა და ავსტრალიაში.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close