fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

რა თანხა მიიღო ბილ გეითსის ყოფილმა ცოლმა განქორწინების შემდეგ

ამერიკელი მულტიმილიარდერის ბილ გეითსის ყოფილმა ცოლმა – მელინდა გეითსმა განქორწინების შემდეგ $3 მილიარდის აქტივები მიიღო. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

მელინდა გეითსის კომპანიამ Deere & Co-მ ბილ გეითსის ფირმიდან Cascade Investment-ისგან აქციების სახით $3მილიარდი მიიღო. Cascade Investment-ის აქციებში შედის ფასიანი ქაღალდები, კერძო და ვენჩურული კაპიტალი, ენერგეტიკისა და სასტუმროების ბიზნესი.

მელინდა გეითსის კომპანია Deere & Co სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას აწარმოებს. Bloomberg-ის მონაცემებით, გეითსების საერთო კაპიტალი $145 მილიარდია.

4 მაისს ცნობილი გახდა, რომ ბილ და მელინდა გეითსები 27-წლიან ქორწინებას ასრულებენ.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close