კინო/ფილმები

ქეთი მაჭავარიანის დოკუმენტური ფილმი „მზიური” HotDoc-ის ფესტივალზე ჟიურიმ გამოარჩია

დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ Hot Docs-ზე, რომელიც მსოფლიოს წამყვანი დოკუმენტური კინოფესტივალების ათეულში შედის, რეჟისორ ქეთი მაჭავარიანის ფილმმა „მზიური“ ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა (Best Mid-Length Documentary Honourable Mention).

ფილმი შუახნის ქალის – მზიური გოგიჩაიშვილის თავგადასავალს გვიყვება, რომელიც თბილისში კარდაკარ დადის და სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე გამოკითხვას ატარებს. ფილმი ძალიან საინტერესო მცდელობაა იმის გასარკვევად, თუ რას და რატომ ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე.

HotDoc Festival-ზე საუკეთესო საშუალო ხანგრძლივობის დოკუმენტურ ფილმად აღიარეს ფრანგულ-ბელგიური პროდუქცია, რომლის რეჟისორიც რეკა ვალერიკია.

წყარო: AT.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close