ევროპის დღისთვის შექმნილი ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნების მუსიკალური კომპოზიცია (ვიდეო)
ექსკლუზიურად ევროპის დღისთვის, ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნების მუსიკალური კომპოზიცია შეიქმნა, – ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
როგორც „იმედინიუსს“ ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს, კომპოზიცია საქართველოს ევროვნული ჰიმნისა და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის უკანასკნელი ნაწილის (რომელიც ევროკავშირის ოფიციალურ ჰიმნს წარმოადგენს) ორიგინალური შერწყმაა.
კომპოზიცია ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა და მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა და მთავარმა დირიჟორმა, ნიკოლოზ რაჭველმა შექმნეს.
კომპოზიციის შესრულებაში 100-ზე მეტმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდა, გამორჩეულმა კომპოზიტორმა და პიანისტმა ცოტნე ზედგინიძემ, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეებმა და სხვებმა.
ევროპის დღე 9 მაისს აღინიშნა.
ევროპის დღისთვის შექმნილი ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნების მუსიკალური კომპოზიცია [ვიდეო]
Posted by პირველი არხი on კვირა, 09 მაისი, 2021
კომენტარები