მსოფლიოnews

22-ტონიანი უკონტროლო რაკეტა დედამიწას უახლოვდება

პენტაგონის ცნობით, დედამიწას უზარმაზარი რაკეტა უახლოვდება, რომელმაც კონტროლი დაკარგა. უფრო ზუსტად, საუბარია რაკეტის ნაწილზე, რომლითაც ჩინეთმა საკუთარ კოსმოსურ სადგურზე მოდული გაგზავნა.

მისი მოძრაობის ტრაექტორია დედამიწის ატმოსფეროსკენაა მიმართული და, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სავარაუდოდ, ის 8-10 მაისს შემოვა ატმოსფეროში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

4 მაისის მონაცემებით, რაკეტა დედამიწას წრეს ყოველ 90 წუთში არტყამს. მისი სიჩქარე დაახლოებით 27 600 კმ/სთ-ია, მას დედამიწამდე 300 კილომეტრიღა აშორებს.

სპეციალისტების თქმით, 22-ტონიანი რაკეტის დიდი ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვება, თუმცა ნაწილი ჩამოვარდება. ჩამოვარდნის სავარაუდო ტერიტორია წყნარი ოკეანე იქნება.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close