საქართველო, რუსეთი, საფრანგეთი – რამდენჯერმე გამოცვლილი პასპორტი და მოქალაქეობა.
28 აპრილს, გამთენიისას საფრანგეთის ორ ქალაქში ერთმანეთის პარალელურად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ტერორიზმში ბრალდებული 7-კაციანი კავკასიური დაჯგუფება აიყვანეს. მათგან ორი ქართველია. საფრანგეთში დაკავებული ჯგუფის კვალს „კურიერმა“ დუისში მიაგნო.
პანკისელი გია ქავთარაშვილი და ალაუდინ გაურგაშვილი – ორივე მათგანს საქართველოს მოქალაქეობის შემდეგ ჯერ რუსული პასპორტი ჰქონდა, შემდეგ კი საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღეს.
ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის გარდა მათ ტერორიზმის დაფინანსება ედებათ ბრალად.
კომენტარები