newsარტისტი

კახი კავსაძე გარდაიცვალა

კახი კავსაძე გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

კახი კავსაძე 5 ივნისს 86 წლის გახდებოდა, იგი თბილისში დაიბადა 1935 წელს.

მომავალმა მსახიობმა 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი გახდა. აღსანიშნავია მისი თეატრალური როლები: ადამი („ღვთაებრივი კომედია“), თავადი კოწია („გუშინდელნი“), დევდარიანი („საბრალდებო დასკვნა“), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონო“), სიმონ ჩაჩავა („კავკასიური ცარცის წრე“), ლორდი ჰასტინგსი („რიჩარდ III“), კენტი („მეფე ლირი“), რასპუტინი („კვაჭი კვაჭანტირაძე“), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“).

კინოში მისი, როგორც მსახიობის, მოღვაწეობა 50-იანი წლებიდან დაიწყო. კახი კავსაძე 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული. მან გამორჩეული სახეები შექმნა კინოფილმებში: „მზე შემოდგომისა“ (სამსონი), „ვერის უბნის მელოდიები“ (ინოჩენცი), „ნატვრის ხე“ (იორამი), „მონანიება“ (მიხეილ კორეშელი), „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (დონ კიხოტი) და სხვ.

კახი კავსაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; მიღებული აქვს იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო“. 2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ კახი კავსაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

კახი კავსაძე – ჩვენი დროის გმირი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close