ნორვეგიის პოლიციამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი კოვიდ-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმა.
კერძოდ, დაჯარიმების მიზეზი გახდა პრემიერ-მინისტრის დაბადების დღის აღსანიშნავად საოჯახო შეკრების ორგანიზება.
როგორც ნორვეგიის პოლიციის უფროსმა ოლე საევერუდმა განაცხადა, ჯარიმის ოდენობა 20 ათასს ნორვეგიულ კრონას (დაახლოებით 2 350 დოლარი) შეადგენს.
პრემიერ-მინისტრმა დაბადების დღის წვეულება ოჯახის 13 წევრის მონაწილეობით თებერვლის ბოლოს მთის კურორტზე მოაწყო იმის მიუხედავად, რომ მთავრობის დადგენილებით ქვეყანაში აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით ღონისძიებები.
გასულ თვეში ერნა სოლბერგმა რეგულაციის დარღვევისთვის ბოდიში მოიხადა.
1tv.ge
კომენტარები