fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

ნორვეგიის პოლიციამ პრემიერ-მინისტრი კოვიდ-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმა

ნორვეგიის პოლიციამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი კოვიდ-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმა.

კერძოდ, დაჯარიმების მიზეზი გახდა პრემიერ-მინისტრის დაბადების დღის აღსანიშნავად საოჯახო შეკრების ორგანიზება.

როგორც ნორვეგიის პოლიციის უფროსმა ოლე საევერუდმა განაცხადა, ჯარიმის ოდენობა 20 ათასს ნორვეგიულ კრონას (დაახლოებით 2 350 დოლარი) შეადგენს.

პრემიერ-მინისტრმა დაბადების დღის წვეულება ოჯახის 13 წევრის მონაწილეობით თებერვლის ბოლოს მთის კურორტზე მოაწყო იმის მიუხედავად, რომ მთავრობის დადგენილებით ქვეყანაში აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით ღონისძიებები.

გასულ თვეში ერნა სოლბერგმა რეგულაციის დარღვევისთვის ბოდიში მოიხადა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close