აშშ-ში სრულად ვაქცინირებულ პირებს ქვეყნის შიგნით ტესტირების ან თვითიზოლაციის გარეშე მოგზაურობა შეეძლებათ
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განახლებული გაიდლაინების თანახმად, აშშ-ში სრულად ვაქცინირებულ პირებს ქვეყნის შიგნით ტესტირების ან თვითიზოლაციის გარეშე მოგზაურობა შეეძლებათ.
ამასთანავე, უწყებაში აღნიშნავენ, რომ სრულად ვაქცინაციის მიუხედავად, მოგზაურობისას საჭიროა ზომების დაცვა, მათ შორის, პირბადის ტარება.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციებში ასევე აღნიშნულია, რომ არავაქცინირებულმა პირებმა მოგზაურობისგან თავი უნდა შეიკავონ.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, აშშ-ის მოსახლეობის 30%-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო.
ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 153 631 404 დოზა გაიხარჯა.
მონაცემების თანახმად, 99-მა მილიონმა ადამიანმა ვაქცინის პირველი დოზა მიიღო, ხოლო 56 მილიონი ადამიანი სრულად ვაქცინირებულია.
imedinews.ge
კომენტარები