თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში ჩეჩენ და ქართველ მოქალაქეებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას ორი ადამიანი ემსხვერპლა. თურქული გამოცემა „ჰურიეთის“ ცნობით, ინციდენტი ბაშაქშეჰირში მოხდა.
დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაიჭრა. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.
დაპირისპირება მაღაზიასთან დაიწყო და ჩხუბში 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ერთ-ერთმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.
გამოძიების ცნობით, ჩხუბი ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის ვალის გამო მოხდა. ამჟამად დაღუპულების იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.
1tv.ge
კომენტარები