იტალიის სპეციალური ოპერატიული ჯგუფის (ROS) კარაბინერებმა გუშინ საღამოს იტალიელი და რუსი სამხედრო მოსამსახურეები დააკავეს: იტალიის სამხედრო საზღვაო ფლოტის ოფიცერი, ფრეგატის კაპიტანი და რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცერი. დაკავება ჯაშუშობას და სახელმწიფო უსაფრთხოებას უკავშირდება.
იტალიური მედიის ცნობით, დაკავებული იტალიელი სამხედრო კაპიტნის ჩინს ატარებს, ხოლო რუსი სამხედრო იტალიაში რუსეთის საელჩოში მუშაობს, სავარაუდოდ, სამხედრო ატაშედ.
როგორც ირკვევა, ქვეყნის სპეცსამსახურები იტალიელ სამხედროს უთვალთვალებდნენ, როდესაც მას რუსი ოფიცრისთვის გადასაცემად საიდუმლო მასალები მიჰქონდა. ისინი რომში ავდოსადგომზე შეხვდნენ ერთმანეთს და ROS-ის კარაბინერებმა იმ მომენტში დააკავეს, როდესაც იტალიელი სამხედრო რუსი ოფიცრისთვის საიდუმლო მასალების ასლების გადაცემას აპირებდა 5 ათასი ევროს სანაცვლოდ.
ორივე დაკავებული ჯაშუშობაშია ბრალდებული და მათ ათ წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მომხდარის გამო რუსეთის ელჩი სერგეი რაზოვი იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
კომენტარები