რას არ გაიგებ/ფაქტები

ახალი კვლევის თანახმად, ღიპიანი კაცი ყველაზე სექსუალურია

ბატონებო, გადადეთ სავარჯიშო სიმძიმეები და ლუდს დაუბრუნდით – გამოკითხვის თანახმად, მარტოხელა ქალების თითქმის 75% უპირატესობას ღიპიან მამაკაცს ანიჭებს.

ამ ამბავს ალბათ ბევრს მიესალმება, რადგან ჩვენმა უმავლესობამ, პანდემიისა და დახურული სავარჯიშო დარბაზების წყალობით, რამდენიმე კილოგრამის აკრეფა მოახერხა. ამასთან, თუ უკვე დაუბრუნდით ვარჯიშს ან უახლოეს მომავალში გეგმავთ ფიზიკური აქტივობებს განახლებას, იქნებ კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ, რადგან, როგორც აღმოჩნდა, მუცლის პრესი სულაც არ არის სექსუალური.

Dating.com-ის მიერ ჩატარებულ ჩატარებულ კვლევაში 2000 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის მიზანი სხეულის სასურველი ტიპის გამოვლენა იყო.

გამოკითხულთა 75%-მა აღნიშნა, რომ ისინი მომცრო ღიპის, ე.წ. “DAD BOD”-ის თაყვანისმცემლები არიან, ხოლო 20% -მა მიუთითა, რომ მათთვის სხეულის ტიპს მნიშვნელობა არ აქვს – ისინი გარეგნობაზე მეტად, პიროვნებით ინტერესდებიან. იმავდროულად, გამოკითხულთა 15% ამბობს, რომ “ბარბის ან კენის მსგავსი სხეულის ტიპი” ყველაზე სექსუალურია.

შედეგების განხილვისას Dating.com-ის ვიცე – პრეზიდენტი აღნიშნავს:

„სრულყოფილი და ფორმაში მყოფი სხეულები იდეალურადაა მიჩნეული, როდესაც საქმე პოტენციური პარტნიორის მოზიდვას ეხება; თუმცა, Dating.com-ის მომხმარებლებმა უბრალოდ დაადასტურეს, რომ როდესაც საქმე ეხება რეალურ რომანებს ეხება, გარეგნობა, უბრალოდ, მეორეხარისხოვანია.

ფილმებისა და სატელევიზიო შოუების გავლენით გამუდმებით მიმდინარეობს სრულყოფილი სხეულების პოპულარიზაცია. ეს კი ადამიანებს აფიქრებინებს, რომ თავადაც ასე უნდა გამოიყურებოდნენ, რათა თავიანთი მეორე ნახევარი იპოვონ. ჩვენ მოხარულები ვართ დავადასტუროთ, რომ რეალურად ასე არ არის“.

trend.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close