მსოფლიოnews

ეგვიპტეში 2 მატარებლის შეჯახების შედეგად, სულ ცოტა, 32 ადამიანი დაიღუპა

ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ეგვიპტეში, სულ ცოტა, 32 ადამიანი დაიღუპა, 66 კი დაშავდა. შემთხვევა პარასკევს, 26 მარტს მოხდა ქვეყნის სამხრეთში, სოჰაგის პროვინციაში, ქალაქ ტაჰტასთან, ქაიროდან 460 კმ-ის დაშორებით. ინციდენტის შემდეგ მთლიანად შეჩერდა სამხრეთის ხაზზე სარკინიგზო მოძრაობა.

შეჯახების მომენტში მატარებლები მცირე სიჩქარით მოძრაობდნენ, წერს სააგენტო Reuters-ი ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით. 3 ვაგონი გადაბრუნდა, 2 მათგანი დაიშალა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთი მატარებელი მეორეს უკნიდან შეეჯახა.

ეგვიპტის გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. დაპატიმრებულები არიან ორივე მატარებლის მემანქანეები.

ეგვიპტის სარკინიგზო ქსელი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდია რეგიონში, რომელზეც რეგულარულად ხდება ავარიები და ადამიანები იღუპებიან. ერთ-ერთი დიდი ავარია 2017 წლის აგვისტოში მოხდა, როდესაც ალექსანდრიის გარეუბანში სამგზავრო მატარებელი უძრავად მდგარ შემადგენლობას შეეჯახა. ავარიის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

2002 წელს ქაიროს სამხრეთით მომხდარ სარკინიგზო კატასტროფას კი 374 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

2019 წლს ეგვიპტის დედაქალაქის მთავარ სარკინიგზო სადგურზე რელსებიდან გადავიდა  და ცეცხლი გაუჩნდა შემადგენლობას, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაიღუპა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close