2021 წლის აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ცნობილი ასტროლოგისგან
ზოგადი რეკომენდაციები
ცნობილი რუსი ასტროლოგის, პაველ გლობას ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, 2021 წლის გაზაფხულის მეორე თვე მშვიდი და სტაბილური იქნება. ასტროლოგი გვირჩევს, დრო სასარგებლოდ დავხარჯოთ შემდეგი საქმეებისთვის:
- დიდი ხნის წინანდელი იდეების რეალიზაცია;
- თვითგანვითარება;
- კარიერულ კიბეზე წინსვლა;
- ოჯახური ურთიერთობების გაუმჯობესება.
ზოგადი მშვიდი გარემოს მიუხედავად გაზაფხულისთვის დამახასიათებელ ცვალებადობას არსებულ სიტუაციაში კორექტივების შეტანაც შეუძლია. განსაკუთრებით ძლიერად ეს ეხება ტყუპის, ქალწულის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს. მათ თავი უნდა აარიდონ ხანგრძლივვადიანი გეგმების დასახვას და ბედს მიენდონ. მოვლენები ხშირად შეიცვლება და მათზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლებელი იქნება.
იმისათვის, რომ ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწიოთ, ეს საქმეები კეთილსაიმედო დღეებში უნდა გააკეთოთ. ასეთი დღეებია: 13, 14, 15, 21, 22, 23, 24, 27 აპრილი. ამ დღეებში მთვარისა და თანავარსკვლავედების ურთიერთგანლაგება ყველაზე წარმატებული იქნება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის. და პირიქით, მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ არაკეთილსაიმედო დღეებში: 4, 8, 9, 11, 30 აპრილს.
სიყვარული და ოჯახი
აპრილი, ისევე როგორც მთელი 2021 წელი, კარგი პერიოდი იქნება ახალი ურთიერთობებისთვის. უნდა გაითვალისწინოთ, რომ წლის მფარველი ლითონის ხარი ყველაზე რომანტიკული ცხოველი ნამდვილად არ არის. ის მყარ ოჯახს ანიჭებს უპირატესობას და არა – შემთხვევით კავშირებს. შესაბამისად, ამ თვის განსაკუთრებული პრიორიტეტები იქნება: ჯერ სახლი და სამუშაო, შემდეგ – პაემანი და ფლირტი.
2021 წლის აპრილის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნების მარტოხელა წარმომადგენლებს ცხოვრების მომავალი თანამგზავრის გაცნობას ჰპირდება. შეხვედრა მოულოდნელი იქნება, ამიტომ ყველა როდი შეძლებს მეორე ნახევრის ამოცნობას. ყველაზე ნაკლებად გაუმართლებს მიწის სტიქიის ნიშნებს. გლობას პროგნოზით, მათ პირად ცხოვრებაში ცვლილებები არ მოხდება.
ვინც დაოჯახებულია, მათი ოჯახური ცხოვრება სტაბილური იქნება, თუ წყვილები რაიმე თავზეხელაღებულ ნაბიჯებს არ გადადგამენ. ახლის განცდის სურვილმა შესაძლოა მეუღლეებს ღალატისკენ უბიძგოს, თუმცა ასეთი გადაწყვეტილებები ლითონის ხარს თვალში არ მოსდის, ამიტომ ტყუილი მალე გამჟღავნდება და შესაძლოა ოჯახის დანგრევის საფუძველი გახდეს.
ფინანსები
რაც შეეხება ფინანსურ სფეროს, პაველ გლობას ინფორმაციით, აპრილში ვარსკვლავები ზოდიაქოს ყველა ნიშნის წარმომადგენლებს მხოლოდ დამსახურების მიხედვით დააჯილდოებენ. მნიშვნელოვანი შემოსავლის იმედი არ უნდა გქონდეთ, თუ სათანადო ძალისხმევას არ გამოიჩენთ.
2021 წლის აპრილის ფინანსური ჰოროსკოპი გვირჩევს, სათანადოდ შევაფასოთ რისკები. თვის მეორე დეკადაში (11-20 აპრილი) იზრდება დაგროვილი თანხის დაკარგვის რისკი. ამის თავიდან ასაცილებლად მთავარი რეკომენდაციაა, არ ჩავერთოთ ავანტიურებსა და საეჭვო ფინანსურ ოპერაციებში. ამ თვეში ეკონომია სახსრების დაგროვების საუკეთესო გზა იქნება.
თუ ფინანსები შემოგაკლდებათ, დახმარებისთვის ახლობლებსა და ნათესავებს უნდა მიმართოთ. ბანკის კრედიტი საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის, თუმცა გამოუვალი სიტუაციებიდან დაგიხსნით.
ჯანმრთელობა
ლითონის ხარი თავისი ძალით, ამტანობითა და შეუპოვრობით არის ცნობილი. სამწუხაროდ, აპრილში ამ თვისებებით ბევრი ვერ დაიკვეხნის:
- ეს თვე ყველაზე წარმატებული თხის რქებისთვის, კუროებისა და ვერძებისთვის იქნება. ვარსკვლავები ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს ჯანმრთელობის მხრივ არაფერ საგანგაშოს არ უწინასწარმეტყველებენ. მხოლოდ სეზონურ დაავადებებს უფრთხილდით.
- წყლის სტიქიის ნიშნებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მხედველობას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და კბილებს. ასტროლოგი, აგრეთვე, გვირჩევს, თავი შეიკავოთ თვითმფრინავით მგზავრობისა და ისეთი სამუშაოებისგან, რომლებიც სიმაღლეს უკავშირდება, რადგან კატასტროფაში მოყოლის და უბედური შემთხვევების მაღალი რისკი არსებობს.
- აპრილის ჰოროსკოპის თანახმად, ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულები, ქალებიც და მამაკაცებიც, ცეცხლს უნდა უფრთხილდნენ. ღია ცეცხლთან დაუდევარმა მოპყრობამ, ფეიერვერკებმა, გასათბობმა ხელსაწყოებმა გაუფრთხილებლობის შემთხვევაში შესაძლოა სერიოზული ტრავმა მოგაყენოთ.
- ჰაერის სტიქიის ნიშნები ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს უნდა უფრთხილდნენ. დამატებით კიდევ სეზონური დაავადებები მოახდენენ გავლენას. შეუძლოდ გახდომის პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე არ დააყოვნოთ და თქვენს მკურნალ ექიმს მიმართეთ.
- ლომებს და მშვილდოსნებს სტრესები და კონფლიქტური სიტუაციები ელოდებათ. ნერვული სისტემის პრობლემების თავიდან ასაცილებლად მათ თავი უნდა აარიდონ კამათს, არ ჩაერთონ სკანდალებში და არ გაჭორონ კოლეგები ზურგს უკან.
აპრილის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
აპრილში წარმატებული დღეები დადგება ძველი იდეების განსახორციელებლად. გაზაფხული ვერძების ცხოვრებაში ჰარმონიას და წესრიგს დააბრუნებს, საშუალებას მისცემს მათ, იპოვონ ბალანსი კარიერასა და ოჯახს შორის.
კურო
თვე დაძაბული იქნება სამსახურში. დასვენებას ვერ მოახერხებთ, თუმცა პირადი ცხოვრება დალაგდება. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები დიდი ხნის ნანატრ სიყვარულს იპოვიან, ხოლო ოჯახური წყვილები ოჯახის შევსებას გადაწყვეტენ.
ტყუპი
ძირითადი ცვლილებები საცხოვრებელს შეეხება. ტყუპები ბინის მოწყობით და გაფართოებით დაკავდებიან.
კირჩხიბი
ამ ნიშნის წარმომადგენელთა პირადი ცხოვრება ბოლოს და ბოლოს კარგად წარიმართება. ისინი ქორწინების გადაწყვეტილებას მიიღებენ და მტკიცე ოჯახს შექმნიან.
ლომს გაზაფხული არაერთ პირად პრობლემას მოუტანს. ახლო გარემოცვიდან ვიღაც გადაწყვეტს, მათი ნდობით ისარგებლოს და ხელი მოითბოს. ლომებმა კატეგორიულობა და სიმტკიცე უნდა გამოიჩინონ გადაწყვეტილებების მიღებისას, რათა სიცრუის მსხვერპლი არ გახდნენ.
ქალწული
აპრილი ცოტა ამოსუნთქვის საშუალებას მოგცემთ თქვენი საქმეების მუდმივად ცვალებადი გრაფიკის ფონზე. შესაძლოა მოკლე შვებულებაც აიღოთ. ეს დრო უნდა გამოიყენოთ იმისთვის, რომ ძალები მოიკრიბოთ შემდგომი მიღწევებისთვის.
სასწორი
აპრილი წარმატებული იქნება შემოქმედებითი პროფესიის სასწორებისთვის. მათ შთაგონება ეწვევათ, რაც საშუალებას მისცემთ, შექმნან ახალი შედევრები ან თავიანთი ოსტატობა ფართო საზოგადოებას უჩვენონ.
მორიელი
ამ ნიშნის წარმომადგენლებს კარიერულ კიბეზე სწრაფი წინსვლა ელოდებათ. ხელიდან არ უნდა გაუშვათ ასეთი შანსი, თქვენი საქმეების მოგვარება ხომ დროს მოითხოვს.
მშვილდოსანი
განსაკუთრებულ შედეგებს მიაღწევენ ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, რომლებმაც დრო დაუთმეს თვითგანვითარებას და საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევების სრულყოფას. ეს სასიკეთოდ აისახება სამუშაო სფეროზე და მატერიალურ კეთილდრეობაზე.
გაზაფხული – კარიერულ კიბეზე წინსვლის დროა. ყველაზე დიდ წარმატებებს მიაღწევენ დიზაინერები და სახელმწიფო მოხელეები.
ასტროლოგის გაფრთხილებით, აპრილში იზრდება რისკი, რომ თაღლითების მსხვერპლი გახდებით. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ უფროსი ასაკის ადამიანებს.
ამ ნიშნის წარმომადგენელთა ცხოვრებაში ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებში დათბობაა მოსალოდნელი. თუ ოჯახში კონფლიქტური სიტუაციაა შექმნილი, ის თავისთავად ჩაცხრება და ისევ ძველი გრძნობები და რომანტიკა დაგიბრუნდებათ.
კომენტარები