საბერძნეთის ტბები და მდინარეები – მიმოხილვები მოქალაქეობის მოპოვების მსურველთა გამოცდისთვის მოსამზადებლად (გეოგრაფია)
ამჯერად გთავაზობთ მიმოხილვას საბერძნეთის ტბებისა და მდინარეების შესახებ (საგამოცდო თემატიკა – გეოგრაფია).
ტრიქონისი (Λίμνη Τριχωνίδα) – საბერძნეთის უდიდესი ტბაა. მდებარეობს ეტოლია და აკარნანიის (Αιτωλοακαρνανία) მხარეში. ტრიქონისი მდიდარია თევზით. მრავალფეროვანია ტბის ფაუნაც, გვხვდება 200-მდე სახეობის ფრინველი, რომელთაგან 50 იშვიათი სახეობისაა.
ტბა ვოლვი (Λίμνη Βόλβη) მდებარეობს ქალკედონის ნახევარკუნძულზე, ქალაქ თესალონიკის აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 37 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობით საბერძნეთის მეორე ტბაა.
ვეგორიტისი (Λίμνη Βεγορίτιδα) მდებარეობს ცენტრალურ მაკედონიაში და სიდიდით საბერძნეთის მესამე ტბაა.
საბერძნეთის უფრო მცირე ტბების სია შემდეგნაირად გამოიყურება: ვისტონისი (Λίμνη Βιστωνίδα), კორონია (Λίμνη Κορώνεια), პატარა პრესპა (Μικρή Πρέσπα), დიდი პრესპა (Μεγάλη Πρέσπα), ორესტიადა (Λίμνη Ορεστιάδα), პამვოტიდა (Λίμνη Παμβώτιδα) და კერკინი (Λίμνη Κερκίνη).
საგულისხმოა, რომ პატარა პრესპა სინამდვილეში დიდ პრესპას ზედაპირის ფართობით აღემატება.
საბერძნეთი მდიდარი არაა წყალუხვი მდინარეებით. ყველაზე დიდი მდინარეების სია შემდეგნაირად გამოიყურება:
ალიაკმონი (Ποταμός Αλιάκμονας), აქელოოსი (Ποταμός Αχελώος), პინიოსი (Ποταμός Πηνειός), მარიცა (ბერძნულად Ποταμός Έβρος), რომელზედაც გადის საბერძნეთ-თურქეთის საზღვარი, ნესტოსი (Ποταμός Νέστος) და სტრიმონი (Ποταμός Στρυμόνας).
გიორგი ჯანელიძე
მსურველებს საგამოცდო საკითხების ნახვა შეუძლიათ შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე, შემდეგ მისამართზე: https://exetaseis-ithageneia.ypes.gr/#topics
კომენტარები