კულტურასაბერძნეთისაგამოცდო თემები

როგორ გახდა ქალღმერთი ათენა ქალაქ ათენის მფარველი

მიმოხილვები საბერძნეთის მოქალაქეობის მოპოვების მსურველთა გამოცდისთვის მოსამზადებლად (კულტურა)

ანტიკური მითოლოგიით, ათენა (Αθηνά) არის საბერძნეთის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება, ზევსის (Δίας) საყვარელი ქალიშვილი.

მითების თანახმად, იგი ღრუბელთა ღმერთქალია, ცისა და ელვის მბრძანებელი, მშვიდობიანი შრომის დამცველი.

ათენამ ადამიანებს ბევრი რამ ასწავლა. მაგალითად, ცხენის შეკაზმვა და ხარების დაუღვლა, ხვნა და თესვა, ეტლების კეთება და გემების აგება. მან აჩუქა ადამიანებს სახნისი, ფოცხი და სხვა სასოფლო-სამეურნეო იარაღები. მისივე ნაბოძვარია თითისტარი და საქსოვი დაზგა.

ამასთან ერთად, ათენა მეცნიერების დამცველი, სიბრძნის, ომის და სამართლიანობის ქალღმერთია. ათენა არის ატიკის (Αττική) და ქალაქ ათენის (Αθήνα) უზენაესი ღვთაება.

მითის თანახმად, როდესაც ამ მხარის მმართველობაზე დავა გაიმართა პოსეიდონსა (Ποσειδώνας) და ათენას (Αθηνά) შორის, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, გამარჯვებულად ეცნოთ ის, ვინც ხალხს საუკეთესო საჩუქარს მიართმევდა.

პოსეიდონმა კლდეს სამკბილა დაჰკრა და ზღვის მარილიანი წყალი სამ ჭავლად წარმოადინა, ათენამ კი მიწას შუბი ჩაასო და ზეთისხილის ხე ამოზარდა. მოსამართლეებმა შეაფასეს ორივეს საჩუქარი და აღნიშნეს, რომ ზღვის მარილიანი წყალი ყველგან დიდ ტალღებად ბობოქრობს და ადვილი საშოვარია, ზეთისხილი კი ატიკელებს სიმდიდრეს და ბედნიერებას მოუტანს, ამიტომ გამარჯვებულად ათენა დაასახელეს. ამის შემდეგ ზეთისხილი ათენას წმინდა ხედ ითვლება.

მითებში გადმოცემულია ათენას საოცარი დაბადება ზევსის თავიდან (η Αθηνά, γεννήθηκε από το κεφάλι του Δία).

ჰესიოდე გვიამბობს, რომ ზევსის პირველი მეუღლე, ოკეანიდი მეტიდა (მეტისი) შვილს ელოდებოდა. ზევსს უწინასწარმეტყველეს, რომ ეს ბავშვი მას გადააჭარბებდა სიძლიერით და გონიერებით. ამ არასასიამოვნო მოვლენის თავიდან ასაცილებლად ზევსმა მეტიდა გადაყლაპა, მაგრამ ბავშვმა განვითარება მამის თავში განაგრძო. გარკვეული დროის შემდეგ ჰეფესტომ ჩაქუჩის დარტყმით გახსნა ზევსის თავი და ქვეყანას ათენა მოავლინა.

გიორგი ჯანელიძე

მსურველებს საგამოცდო საკითხების ნახვა შეუძლიათ შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე, შემდეგ მისამართზე: https://exetaseis-ithageneia.ypes.gr/#topics

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close