გასულ 24 საათში საქართველოში კოვიდ-19-ით 2 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად კორონავირუსით ინფიცირების 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 275 148-ს შეადგენს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს (ჩატარებული ტესტირებებიდან დადებითი პასუხების პროცენტული რაოდენობა), 14 მარტის მდგომარეობით, დღიური მაჩვენებელი 1.16%-ს უდრის, ბოლო 14 დღის საშუალო მაჩვენებელი – 1.53%-ს, ხოლო 7 დღის საშუალო მაჩვენებელი – 1.41%-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელება კიდევ 328 პაციენტს დაუდასტურდა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 268 565-მდე გაიზარდა.
გასულ ერთ დღეში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს 3650 ადამიანი ემსხვერპლა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 159 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 89, აჭარაში – 10, იმერეთში – 23, ქვემო ქართლში – 3, შიდა ქართლში – 12, გურიაში – 10, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 6, კახეთში – 3, მცხეთა-მთიანეთში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2907, მათგან 1358 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე მძიმედ ფასდება 269 პაციენტის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 ინფიცირებული. 131 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, 1418 ინფიცირებული კი მკურნალობის კურსს სახლში გადის.
კომენტარები