საზოგადოება

ნათია ლაზაშვილი: „შეიძლება, ყველა ქალს ასე ჰგონია, მაგრამ ჩემთვის გოგიტა საუკეთესო ქმარია დედამიწის ზურგზე“

ტელეჟურნალისტი, „კურიერის“ წამყვანი ნათია ლაზაშვილი ჟურნალ „სითის“ ახალი ნომრის მთავარი გმირია. ის ვრცლად საუბრობს თავისი კარიერისა და ოჯახის შესახებ.

კითხვას, რას ემყარება მისი ოჯახური ურთიერთობის ამდენწლიანი გამოცდილება, ტელეჟურნალისტი პასუხობს:

„27 წელი გახდება ივლისში. ის ჩემი ყველაზე საიმედო ადამიანია, მყარი ზურგი. შეიძლება, ყველა ქალს ასე ჰგონია, მაგრამ ჩემთვის ის საუკეთესო ქმარია დედამიწის ზურგზე. ყოველთვის ხელს მიწყობდა და მიწყობს ყველაფერში. მეტიც, თუ საჭირო ხდება, პირველ რიგში ჩემს ინტერესებს ითვალისწინებს. მაშინაც კი, როდესაც ჩემი „რუსთავი 2“-იდან წასვლით მისი კარიერა დადგა საფრთხის ქვეშ, პირდაპირ მითხრა, რომ მე ისე უნდა მოვიქცე, როგორც ვთვლი, რომ სწორია. ახლაც, მისი დიდი დამსახურებაა, რომ დავბრუნდი. მან დამარწმუნა, რომ მე მხოლოდ ერთი პროფესია მაქვს და ინტერესთა კონფლიქტის გამო არ უნდა დავზარალდე, ის კი მუშაობას სხვაგანაც შეძლებს. ის არასდროს მავალდებულებდა ან ითხოვდა ჩემგან იმას, რაც მე არ მინდა, არ მიყვარს, ან არ ვიცი. რა თქმა უნდა, ყველა ოჯახში არის რთული პერიოდები. ჩვენც ვჩხუბობთ ხოლმე, მით უმეტეს, რომ მე ჯიუტი ვარ და გაბუტვა ვიცი. ვფიქრობ, რომ იოლი ხასიათი არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვარ პრეტენზიული. ამიტომ ჩვენი ურთიერთობის საიდუმლო უფრო გოგიტაა. მე არ შემხვედრია ადამიანი, რომელშიც გოგიტა დადებით ემოციებს არ იწვევს და არ უყვარს, რასაც ალბათ ვერ ვიტყვი ჩემზე. მე ადამიანებს ბევრად ცივი ვგონივარ, ვიდრე რეალურად ვარ“.

fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close