ქართველები უცხოეთშისაზოგადოება

თამთა სექსუალური შევიწროების სკანდალის შესახებ: „მიხარია, რომ ქალები ალაპარაკდნენ“

უკვე თითქმის ერთი თვეა, საბერძნეთში გრძელდება სკანდალი, რომელიც შოუბიზნესის წარმომადგენელთა სექსუალურ შევიწროებას ეხება.

ბერძნული #MeToo დაიწყო წარმატებული სპორტსმენის, სოფია ბეკატორუს აღსარებით, რასაც ბევრი ცნობილი არტისტის განცხადებები მოჰყვა. ისინი, როგორც თავად ამბობენ, საკუთარი კარიერის დასაწყისში დამცირებისა და სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი გახდნენ.

ამ თემას საბერძნეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი თამთაც (გოდუაძე) გამოეხმაურა. მან ამ პრობლემაზე ბერძნული ტელეარხის, Mega tv-ს ეთერში, გადაცემა „პამე დანაიში“ (Πάμε Δανάη!) ისაუბრა. თამთას თქმით, უხარია რომ ქალები ალაპარაკდნენ. მართალია, მათი ოჯახის წევრებს ეს ამბავი დაამწუხრებს, მაგრამ საჭიროა, რომ მომავალში ზოგიერთები კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე რამეს გააკეთებენ.

საკუთარ თავზე საუბრისას მომღერალმა აღნიშნა, რომ თავადაც შეემთხვა უსიამოვნებები კარიერის დასაწყისში, თუმცა მაშინ მიაჩნდა, რომ ეს გარდაუვალი იყო. თამთას თქმით, თავის დროზე ამაზე უნდა ესაუბრა, თუმცა ახლა უკვე აღარ არსებობს საჭიროება, განაცხადოს კონკრეტული ფაქტების შესახებ.

გიორგი ჯანელიძე

ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ: megatv.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close