სამზარეულო
კომბოსტოს სალათა ნიგვზით
ვიტამინებით მდიდარი ამ სალათის მომზადებას ნებისმიერი დიასახლისი იოლად შეძლებს.
საჭირო პროდუქტი: 1 თავი კომბოსტო, 3 სტაფილო, 2 ლიმონი, 2 ს.კ ზეითუნის ზეთი, 200 გ ნიგოზი, მაიონეზი, პილპილი, მარილი.
მომზადების წესი: კომბოსტო გახეხეთ თასში, დაუმატეთ გახეხილი სტაფილო, მოასხით ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, შეკმაზეთ დანაყილი ნიგვზით, მაიონეზით, უყავით მარილი და პილპილი გემოვნებით.
კომენტარები