იტალიაპოლიტიკა

იტალია: ახალი DPCM დამტკიცდა – რეგიონებს შორის გადაადგილება 27 მარტამდე აკრძალულია

იტალიის მინისტრთა საბჭომ Covid-19-ის წინააღმდეგ ახალი დეკრეტი (DPCM) დაამტკიცა. სააგენტო „ანსას“ ცნობით, ამის შესახებ სამთავრობო წყაროდან შეიტყო.

გამოცემის ინფორმაციით, ახალი დეკრეტის თანახმად, რეგიონებს შორის გადაადგილების აკრძალვა 27 მარტამდე გახანგრძლივდა.

აგრეთვე, ე. წ. წითელ ზონებში აიკრძალა მეგობრების და ნათესავების მონახულება, რომელიც აქამდე დაშვებული იყო. ეს შესაძლებლობა ისევ არსებობს ყვითელი და ნარინჯისფერი ზონებისთვის დილის 5-იდან საღამოს 10 საათამდე, მაქსიმუმ 2 ადამიანისთვის ერთად (14 წლამდე ბავშვების თანხლებაზე რაოდენობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება).

ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც ამ დროისთვის არის ცნობილი, ახალი დეკრეტით გათვალისწინებული ზომების შესახებ დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close