საბერძნეთი

15 წლის შემდეგ თოვლში გახვეული საბერძნეთის დედაქალაქი (ფოტოები)

„მედეას“ საჩუქარმა ათენელები გაახარა

ცივი ციკლონის, „მედეას“ მეორე ფაზის შედეგად ატიკის რეგიონში და, მათ შორის, ათენში გვარიანად მოთოვა. საბერძნეთის დედაქალაქში თოვლი 2006 წლის შემდეგ არ მოსულა და დილით  გადათეთრებული ქუჩების და თოვლით დაფარული ხეების ნახვამ ათენელები ძალიან გაახარა, განსაკუთრებით ბავშვები.

უხვმა თოვლმა პრობლემები შექმნა ატიკაში, განსაკუთრებით – ჩრდილოეთის მუნიციპალიტეტებში. თოვლით დამძიმების გამო მოტეხილმა ტოტებმა და დაცემულმა ხეებმა ელექტროსადენები ჩაწყვიტა და 13 მუნიციპალიტეტში, აგია პარასკევიდან სპატამდე, ელექტროენერგიით მომარაგება შეწყდა.

ΔΕΔΔΗΕ-ს (საბერძნეთის ელექტროენერგიის დისტრიბუციის ქსელი) მონაცემებით, ატიკაში მარტო გუშინ დაფიქსირდა 200 ხის დაცემა და 700 დაზიანება. მოსახლეობას სთხოვენ, დაუყოვნებლივ შეატყობინონ ელექტრომომარაგებაში არსებული მცირედი ხარვეზის, მათ შორის, ძაბვის ვარდნის შესახებაც კი, რათა დროულად მოხდეს ხარვეზის აღმოფხვრა. აგრეთვე, მოსახლეობას სთხოვენ, მიაწოდონ ინფორმაცია თოვლისგან დამძიმებული დაზიანებული ტოტების მოჭრის შესახებ, რათა მათ ელექტროსადენები არ დააზიანონ.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, საბერძნეთში სიცივე პიკს დღეს, 16 თებერვალს მიაღწევს, ხვალიდან, ოთხშაბათის დღის მეორე ნახევრიდან თოვა ნელ-ნელა შეწყდება.

ათენი თოვლში; გიორგი ჯანელიძის ფოტოები

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close