ეკონომიკა

საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების სტატისტიკა: იტალიამ რუსეთს გაუსწრო და პირველ ადგილს იკავებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  დღეს გამოაქვეყნა ინტერაქტიული პრესრელიზი – ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2021 წლის იანვრის მდგომარეობით.

ეროვნული ბანკის მიერ გასაჯაროებული მონაცემების თანახმად, 2021 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 149.8 მილიონი აშშ დოლარი (493.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 19.2%-ით ($24.1 მილიონით) მეტია 2020 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების 93.2% იმ 16 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 92.8% მოდიოდა.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც იანვარში ყველაზე მეტი გზავნილი შემოვიდა, პირველ ადგილზეა იტალია – 27.32 მილიონი დოლარით, ზრდა წინა წელთან შედარებით 29.72%-ია. შემდეგ მოდის რუსეთის ფედერაცია – 23.18 მილიონი დოლარით, კლება წინა წელთან შედარებით – 11.44%. რუსეთის ფედერაცია ბოლო წლების განმავლობაში ფულადი გზავნილების მოცულობის კუთხით განუხრელად იკავებდა პირველ ადგილს, წელს პირველად მოხდა, რომ მას იტალიამ გაუსწრო.

საბერძნეთი – 18.62 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 25.25%;

აშშ – 18.07 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 33.24%;

ისრაელი – 13.16 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 0.55%;

თურქეთი – 7.16 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 8.54%;

უკრაინა – 6.43 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 80.65%;

გერმანია – 6.06 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 57.15%;

აზერბაიჯანი – 5.32 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 213.08%;

ესპანეთი – 3.51 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1.82%;

საფრანგეთი – 2.39 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 32.79%;

ყაზახეთი – 2.20 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 11.21%;

პოლონეთი – 1.95 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 2.94%;

კანადა – 1.46 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 53.67%;

გაერთიანებული სამეფო – 1.37 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 15.59%.

ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების უმეტესი ნაწილი ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხებია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2021 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.2 მლნ აშშ დოლარი (56.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის იანვრის (18.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.7%-ით ნაკლებია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close