იტალიაპოლიტიკა

იტალია: რეგიონებს შორის გადაადგილების შეზღუდვა 25 თებერვლამდე გახანგრძლივდა

აბრუცო, ლიგურია, ტოსკანა და ტრენტო ნარინჯისფერ ზონაში გადადის

იტალიის მინისტრთა საბჭომ დაამტკიცა დეკრეტი კოვიდის წინააღმდეგ, რომელიც რეგიონებს შორის (მათ შორის, ყვითელ ზონებში) გადაადგილების აკრძალვას 25 თებერვლამდე ახანგრძლივებს (წინა, 14 იანვარს მიღებული დეკრეტით განსაზღვრული ვადა 15 თებერვალს იწურება). ამის შესახებ „ანსა“ წერს.

„16-იდან 25 თებერვლამდე სხვადსახვა რეგიონს და ავტონომიურ პროვინციას შორის ნებისმიერი გადაადგილება, შესვლა-გასვლა აკრძალულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, – წერია კანონში. – გამონაკლისი შემთხვევებია დადასტურებული სამსახურებრივი ვალდებულებებით გამოწვეული აუცილებლობა, საგანგებო სიტუაცია ან ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული საჭიროება. აგრეთვე, მოქალაქეებს შეუძლიათ დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილას“.

სამი რეგიონი – აბრუცო, ლიგურია და ტოსკანა, აგრეთვე, ავტონომიური პროვინცია ტრენტო ნარინჯისფერ ზინაში გადადის ამ ტერიტორიებზე ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების გაუარესების გამო.

ჯანდაცვის მინისტრი რობერტო სპერანცა შესაბამის დაგენილებას უახლოეს საათებში მოაწერს ხელს. დადგენილება ძალაში შევა კვირას, 14 თებერვალს.

უმბრია და ბოლცანოს ავტონომიური პროვინცია, აგრეთვე, ნარინჯისფერ ზონაშია, თუმცა ორივე მათგანისთვის უფრო მკაცრი შემზღუდავი ზომებია მიღებული.

დადგენილების ვადის ამოწურვის შემდეგ სიცილია ისევ ყვითელი გახდება.

ნარინჯისფერ ზონაში მოხვედრის გამო ტრენტინოში 17 თებერვლისთვის დაგეგმილი საბაგიროების ამუშავება გადაიდო (სხვა ადგილებში საბაგიროები 15 თებერვლიდან იხსნება, თუმცა აუცილებელი პირობაა ყვითელ ზონაში ყოფნა).

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close