კრიმინალი

სისხლიანი ვენდეტა 15 წლის შემდეგ – რა გახდა ფოთში მომხდარი მკვლელობის მოტივი

ფოთის ცენტრში საკუთარ ავტომობილში 43 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, მას ცხრა ტყვია აქვს მოხვედრილი. 43 წლის მამაკაცი გურამ ახალაიაა. იგი შვილს ელოდებოდა, რომელიც ფოთის საზოგადოებრივ ცენტრში იყო შესული. მამაკაცი რამდენიმე წელი ემიგრაციაში იყო.

„პრაიმტაიმმა“ გაარკვია ფოთის ცენტრში მომხდარი მკვლელობის მოტივი.

როგორც „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი იტყობინება, სისხლიანი ანგარიშსწორება სავარაუდოდ, წარსულში მომხდარ დანაშაულს უკავშირდება. საუბარია 2006 წელს მომხდარ მკვლელობაზე.

მაშინ ახალგაზრდა მამაკაცი, გია შალიკაშვილი პალიასტომის ტბაზე მოკლული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 2006 წლის მკვლელობაში გურამ ახალაიას ადანაშაულებდნენ, რომელიც მას შემდეგ საზღვარგარეთ ცხოვრობდა.

ახალაია საქართველოში რამდენიმე ხნის წინ დაბრუნდა და დღეს ის ფოთის ცენტრში ჩაცხრილეს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გურამ ახალაია 2006 წელს მოკლული მამაკაცის ძმამ, შალვა შალიკაშვილმა შურისძიების მიზნით მოკლა.

შალიკაშვილი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close