fbpx
საზოგადოება

გიორგი ღოღობერიძე პირველ სიყვარულზე, დეპრესიასა და ურთიერთობებზე – „ექიმი ჰაუსის“ STORY (ვიდეო)

ონკოლოგმა, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორმა, „ქართველი ექიმი ჰაუსის“ სახელით ცნობილმა გიორგი ღოღობერიძემ, რომელიც მუდმივად აწვდის საზოგადოებას ინფორმაციებს სხვადასხვა აქტუალურ სამედიცინო თემაზე, გადაცემა „სთორიში“ საკუთარ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

მან თქვა, რომ ბოლოს შეყვარებული 6 თვის წინ იყო, თუმცა განშორება მოუწია. მიზეზად ღოღობერიძე გადატვირთულ რეჟიმს ასახელებს.

„მე კიდევ დიდხანს მიყვარდა, მაგრამ მას უკვე აღარ ვუყვარდი. ძალიან ძნელი სათქმელია. ურთიერთობაში ბევრი ფაქტორი თამაშობს, ერთ-ერთია ყურადღება. ქალმა შეიძლება თქვას, რომ მე ყურადღება არ მჭირდება, მაგრამ საბოლოოდ, მაინც სჭირდება. როცა 24 საათი მუშაობ და შენს საქმეს აკეთებ, გგონია, რომ ის ადამიანი მაინც შენს გვერდითაა და მაინც შენს საქმეს აკეთებ, ის კი ყურადღების მიღმა გრჩება. ცივდება ურთიერთობა. აბა, რაღას უნდა ელოდო? კიდევ ხომ არ მოვა და გეტყვის, მიყვარხარო. აღარ აქვს მიზეზი, რომ ძალიან უყვარდე.

ახლა, ამ ეტაპზე, მირჩევნია მქონდეს ურთიერთობა უფრო სამედიცინო კუთხით. იმ ასაკში ვარ, რომ ხალხს მართლა ვჭირდები. როცა ვნახავ, რომ მეტი დრო მრჩება ურთიერთობისთვის, მერე უკვე ვიფიქრებ… ჩემი პროფესიის წარმომადგენელი იყო, მაგრამ მაინც ვერ უშველა ამ ფაქტორმა ურთიერთობას“, – თქვა გიორგი ღოღობერიძემ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close