fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

NBC-ს წყარო: კაპიტოლიუმზე შტურმის დროს ქალის მკვლელობისთვის პოლიციელს ბრალს არ წარუდგენენ

პოლიციის ოფიცერს, რომელმაც კაპიტოლიუმთან არეულობის დროს ქალი მოკლა, მომხდარზე პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. ამის შესახებ NBC თავის წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, საქმის გამომძიებლები აცხადებენ, რომ პოლიციის ოფიცერს, რომელმაც არეულობების დროს კაპიტოლიუმის შენობასთან შეიარაღებული ძალების ვეტერანი, ქალაქ სან-დიეგოს მკვიდრი, 35 წლის ეშლი ბებიტი მოკლა, სავარაუდოდ, ბრალს არ წარუდგენენ.

მანამდე გამოცემა The Wall Street Journal-ი წერდა, რომ გამოძიება გამოვიდა რეკომენდაციით, რათა პოლიციელისთვის ბრალი არ წარედგინათ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას პროკურატურა მიიღებს.

გამოძიების მიერ მოპოვებულ ვიდეოში ჩანს, რომ როდესაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, შუშები ჩაამტვრიეს, თუმცა კარი მათთვის ხელის შეშლის მიზნით სკამებით იყო დაბლოკილი. როდესაც ეშლი ბებიტი ცდილობდა, გატეხილი შუშის ქვეშ გამძვრალიყო, ის კაპიტოლიუმის შენობის პოლიციელმა სასიკვდილოდ დაჭრა. სამართალდამცველმა ქალს მხოლოდ ერთხელ ესროლა.

ეშლი ბებიტი

გასულ თვეს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ კოლუმბიის პოლიციის სამმართველომ კაპიტოლიუმთან სროლის საქმის გამოძიება დაიწყო, ხოლო პოლიციელი შვებულებაში გაუშვა. საქმის გამოძიების პროცესს აშშ-ის პროკურატურა აკონტროლებს.

ვაშინგტონში არეულობა 2021 წლის 6 იანვარს მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close