პოლიტიკასაქართველო

ხუთჯვრიანი დროშის ისტორია – 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. დღესასწაული პირველად 2012 წელს აღინიშნა, თუმცა ხუთჯვრიან დროშას თითქმის 700-წლიანი ისტორია აქვს.

დროშაზე გამოსახული სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით – ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს. ეს სიმბოლო პირველად, როგორც ჰერალდიკური ნიშანი, გოდფრუა ბუიონელმა გამოიყენა. გოდფრუა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის გმირი იყო, რომელმაც ქრისტიანული დროშა ქრისტეს საფლავზე პირველმა აღმართა. თეთრი ფერი უმანკოებას, უბიწობასა და სიწმინდეს აღნიშნავს, წითელი – სიმამაცეს, ვაჟკაცობასა და სიყვარულს. ხუთჯვრიანი დროშა სხვა წყაროებში იერუსალიმის გერბადაც არის მოხსენიებული.

გოდფრუა ბუიონელი

ლეგენდარული იტალიელი კარტოგრაფის, ანჯელინო დულჩერის რუკაზე, რომელიც 1339 წლით არის დათარიღებული, საქართველოს სამეფოს თავზე ხუთჯვრიანი დროშაა დახატული. რუკაზე ქვეყნის სახელია Georgiania, ხოლო ქალაქისა – Tiflis. აღსანიშნავია რომ იმავე რუკაზე სოხუმის(ძველი სახელი-Saustopolis) თავზეც მწვანე ზოლებიანი და ხუთჯვრიანი დროშების გაერთიანებაა აღმართული, რაც იმაზე მეტყველებს რომ სოხუმი საქართველოს სამეფოს დაქვემდებარებაშია.

საქართველო დულჩენის რუკაზე
მარცხნივ თბილისი, მარჯვნივ სოხუმი

ხუთჯვრიანი დროშა ასევე 1367 წელს ვენეციელი კარტოგრაფების დომენიკო და ფრანჩესკო პიციგანების რუკაზეც გვხვდება.

საქართველოს სამეფო დომენიკო და ფრანჩესკო პიცეგანების რუკაზე

XV საუკუნეში საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ დროშათა რაოდენობა და მათი  ნაირსახეობაც გამრავლდა.

2004 წლის 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბთან და ჰიმნთან ერთად, საქართველოს ეროვნული სიმბოლო გახდა.

tabula.ge

🇬🇪14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ჩვენ დროშასთან მივდივართ ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე სადღესასწაულო და…

Posted by ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო / State Council of Heraldry on ოთხშაბათი, 13 იანვარი, 2021

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close