fbpx
მსოფლიოnews

მოსკოვში სტალინის საშაურმე დახურეს

მოსკოვში საშაურმე სტალ’ინ დონერი გახსნიდან მალევე დახურეს. საშაურმე დიზაინში საბჭოთა კავშირის თემატიკის გამოყენებისთვის გააკრიტიკეს.

საშაურმის ბანერზე სტალინის სურათი იყო დატანილი, თანამშრომლებს კი საბჭოთა პერიოდის უშიშროების სამსახურის ფორმა ეცვათ. მენიუში კერძებს სახელწოდებები სხვადასხვა საბჭოთა მაღალჩინოსნის სახელების, სტალინი, ხრუშჩოვი, ბერია, მიხედვით ჰქონდათ შერჩეული.

რესტორნის მეპატრონემ სტანისლავ ვოლტმანმა Reuters-ს უთხრა, რომ თავდაპირველად პოლიციამ აიძულა, სტალინის ბანერი ჩამოეხსნა, შემდეგ კი მუნიციპალიტეტისგან წნეხის გამო საშაურმე დაეხურა. თუმცა, ვოლტმანი ამბობს, რომ რესტორნის დახურვის კანონიერი მიზეზი არ არსებობს და მის თავიდან გახსნას აპირებს.

იოსებ სტალინის მმართველობის დროს, 1937-38 წლებში, „წითელი ტერორის“ პერიოდში, სულ მცირე, 700 000 საბჭოთა მოქალაქე მოკლეს, მილიონობით ადამიანი კი გულაგებში გადაასახლეს. ბოლო წლებში რუსეთში სტალინის იმიჯის რეაბილიტაცია მოხდა, როგორც წარმოსაჩენი ლიდერისა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების წინააღმდეგ გამარჯვება მოიპოვა. ბოლო გამოკითხვებით, რუსების 70% დადებითად აფასებს ისტორიაში სტალინის როლს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close