მკაცრი გაფრთხილება და ულამაზესი ცეკვა გაყინულ ბაზალეთის ტბაზე (ვიდეო)
ბოლო დღეებია, ტემპერატურის მკვეთრი კლების გამო, ბაზალეთის ტბა გაყინულია. ნამდვილ ზამთარს მონატრებულმა ადამიანებმა ტბას მიაშურეს.
რომანტიკის და თავგადასავლების მოყვარულებისათვის აქაურობა სასეირნო ადგილად იქცა: ზოგი ძაღლს ასეირნებს, ზოგიც ველოსიპედით სეირნობს, ზოგი, უბრალოდ, სილამაზით ტკბება.
მოციგურავე გოგონებმა კი ნამდვილი ყინულის დღესასწაული მოაწყვეს.
თუმცა ტბის ზედაპირზე გადაადგილება უსაფრთხო არ არის. მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, ბაზალეთის ტბის გაყინულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ადგილზე მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულები არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც იქ მისულ ადამიანებს ტბაზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები