მსოფლიოსაზოგადოება
საფრანგეთის პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქათველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაშია ნათქვამი.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრია.
განკარგულების განმარტებითი ბარათის თანახმად, „წელს ეს ჯილდო, მათ შორის, გადაეცათ იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს“.
საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d’honneur) საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა და მას საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის ანიჭებს.
1tv.ge
კომენტარები