არტისტი

ოლეგ ბასილაშვილი კორონავირუსის გამო საავადმყოფოში მოათავსეს

რუსი და საბჭოთა მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი პეტერბურგის საკურორტო რაიონის №40 საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იტყობინება ქალაქის ჯანდაცვის უწყებებში თავისი წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

ახალი ამბების სააგენტო წერს, რომ ტოვსტონოგოვის სახელობის დიდი დრამატული თეატრი (БДТ), სადაც ბასილაშვილი მუშაობს, ჯერ კომენტარს არ აკეთებს.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით კი, კორონავირუსი დაუდგინეს მსახიობის ცოლს და ქალიშვილსაც. მეუღლის ინფორმაციით, ბასილაშვილის მდგომარეობა „ნორმალურია“, თუმცა ასაკის გამო, პრევენციის მიზნით, ის მაინც გადაიყვანეს საავადმყოფოში.

news.ru, БДТ-ზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოლეგ ბასილაშვილი ჩვეულებრივ პალატაშია  მოთავსებული მეუღლესთან ერთად.

საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტს, 86 წლის ოლეგ ბასილაშვილს 80-ზე მეტ ფილმში აქვს შესრულებული როლები, მათ შორის არის ფილმები: „სამსახურებრივი რომანი“, „შემოდგომის მარათონი“, „ვაგზალი ორისთვის“ და სხვ.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანკტ-პეტერბურგში კოვიდ-19-ის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს ცნობილი რუსი მსახიობი, 86 წლის ალისა ფრეინდლიხი.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, ამ დროისთვის მსახიობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა სტაბილური, იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება და ჟანგბადით დახმარება სჭირდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close