საზოგადოება

პატრიარქის კურთხევით, მარხვის სამი დღე თევზით ხსნილია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, შობის მარხვაში, 26 დეკემბრიდან 7 იანვრამდე თევზის ჭამა აღარ არის დაშვებული. ილია II-ის გადაწყვეტილებით, გამონაკლისი დღეებია 31 დეკემბრის საღამო, პირველი და ორი იანვარი.

ამის შესახებ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მეუფე თეოდორემ ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში შეკრებილ მრევლს რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ძალიან მძიმე წელი იყო 2020, თითქოს მთელი მსოფლიო შეცვალა. 2021 წელს კიდევ უფრო ძლიერები, მომზადებულები უნდა დავხვდეთ. საახალწლო, საშობაო დღეებში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. თავი შევიკავოთ ერთმანეთის მონახულებისგან. საკუთარ თავსაც გავუფრთხილდეთ და ჩვენს გარშემომყოფებსაც“, – განაცხადა ქორეპისკოპოსმა.

წყარო: tv9news.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close