fbpx
მსოფლიოტექნოლოგიები

დედოფალ ელისაბედ II-ის ცეკვა – ალტერნატიული საშობაო მესიჯი (ვიდეო)

წარმოგიდგენიათ, ერთ დღესაც TikTok-ზე რომ შეხვიდეთ და დედოფალი ელისაბედ II-ის ცეკვა ნახოთ? ალბათ არა, მაგრამ როგორც ჩანს, ე.წ. „დიფფეიქი“ ვიდეოს მეშვეობით ეს შესაძლებელი გახდა.

დიდი ხნის საშობაო ტრადიციის ფარგლებში, ბრიტანულმა მედიამ (მაგლითად, როგორიცაა BBC) დედოფლის მიერ გაგზავნილი შეტყობინება წარმოადგინა (რეალური), რომელშიც იგი განიხილავს გასული წლის მოვლენებს და მომავალ 12 თვეს იმედით გვისახავს.

ბრიტანეთის მე-4 არხი ყოველთვის კრეატიულ რისკს ანიჭებს უპირატესობას, რაც წლევანდელ გადაწყვეტილებასაც დაეტყო. ალტერნატიული შეტყობინება, რომელიც ოსკაროსანმა VFX studio Framestore-მა შექმნა და მე-4 არხმა წარმოადგინა, შესაძლოა, მკაცრ გაფრთხილებად მივიჩნიოთ, მოწინავე ტექნოლოგიებთან მიმართებით, როგორც ყალბი ინფორმაციის, დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება.

როგორც აქ ვხედავთ, დიფფეიქს შეუძლია დამაჯერებელი ვიდეოს შექმნა ცნობილი ფიგურის მონაწილეობით. ტექნოლოგიის მუდმივად გაუმჯობესებასთან ერთად, რთულია იმის გარკვევა, თუ რა არის სიმართლე და რა – არა. სწორედ ამიტომ, მე-4 არხი ხალხს მოუწოდებს, იზრუნონ ახალი ამბების წყაროების ძიებისას.

marketer.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close