კრიმინალისაქართველო

თბილისის ერთ-ერთ ბინაში ერთი თვის წინ გარდაცვლილი ქალი აღმოაჩინეს – შვილები დედის ცხედართან ერთად ცხოვრობდნენ (ვიდეო)

პოლიციამ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ერთი თვის წინ გარდაცვლილი ქალის ცხედარი აღმოაჩინა.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, მთელი ერთი თვის განმავლობაში ოჯახის წევრები ბინაში ცხედართან ერთად იმყოფებოდნენ.

გარდაცვლილის 38 წლის შვილი,ზურაბ ბარბაქაძე განმარტავს, რომ დედამისი, 66 წლის ალა ჩიბისოვა15 ნოემბერს გულის შეტევით  გარდაიცვალა.

კაცს დედის გარდაცვალებაზე არავისთვის შეუტყობინებია, სანამ შემთხვევით შეხვედრილმა მეზობელმა დედამისის ჯანმრთელობა არ მოიკითხა. მეზობელმა მას ჰკითხა, თუ როგორ იყო დედამისი. შვილმა კი უპასუხა, რომ დედა  ერთი თვის წინ გარდაიცავალა, მაგრამ არ დაუკრძალავთ.

ამის შემდეგ მეზობელმა გადაწყვიტა, რომ პოლიციისათვის მიემართა.

გარდაცვლილის შვილმა ჟურნალისტთან საუბრისას დაადასტურა, რომ ის და მისი და  დედის ცხედართან ერთად ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

„გულის შეტევა დაემართა, სულ პარალიზებული იყო. შეშინებულები ვიყავით, უსახსრობის გამო ვერ შევატყობინეთ ვერავის, ვითმენდით“, – განაცხადა ტელეკამერასთან დაღუპულის შვილმა.

გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close