fbpx
მსოფლიოკრიმინალი

ესპანეთში რუსული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციისას 23 ადამიანი დააკავეს

ესპანეთში რუსული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციისას 23 ადამიანი დააკავეს. შესაბამის ინფორმაციას ესპანეთის პოლიცია ავრცელებს.

როგორც პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული, ესპანეთში ჩატარებული ოპერაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის მაფიის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური გამოძიებაა.

ჩხრეკა 18 მისამართზე ჩატარდა, მათ შორის ალიკანტეში, მადრიდში, ტარაგონასა და იბიცაზე. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 300 ათასი ევროს ოდენობის ნაღდი ფული, ძვირფასეულობა. ასევე აღმოჩენილია კრიპტოვალუტა. დაყადაღდა ანგარიშები.

საქმის გამოძიება ევროპოლის მონაწილეობით მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, კრიმინალური ჯგუფები ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ესპანეთის ტერიტორიას „ფულის გათეთრებისთვის“ იყენებდნენ.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close