საზოგადოებაnewsსაბერძნეთი

რომან აბრამოვიჩის ყოფილი ცოლი ბერძენი მილიარდერის ვაჟისგან შვილს ელოდება

რომან აბრამოვიჩის ყოფილი ცოლი დარია ჟუკოვა და მისი მეუღლე სტავროს ნიარხოსი თავიანთ პირველ საერთო შვილს ელოდებიან. დაშა ბერძენი მილიარდერის, ფილიპ ნიარხოსის ვაჟიშვილს, სტავროსს 2020 წლის იანვარში გაჰყვა ცოლად.

დახურულ საქორწილო წვეულებაზე შვეიცარიაში, Daily Mail-ის ცნობით, 300 ადამიანი იყო მიწვეული, მათ შორის, დევიდ ბექჰემი, პრინცესა ბეატრისი, ლივ ტაილერი, ორლანდო ბლუმი და სხვები.

39 წლის დაშა ჟუკოვასთვის ეს მესამე შვილი იქნება, მას რომან აბრამოვიჩთან უკვე ჰყავს ქალ-ვაჟი, სტავროს ნიარხოსი კი პირველად გახდება მამა. აღსანიშნავია, რომ ბერძენისთვის ეს ქორწინებაც პირველია.

შეგახსენებთ, რომ დაშა ჟუკოვა არის მოსკოვში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის – „გარაჟის“ დამაარსებელი (2008 წ.).

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close