იტალიის კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა. ამოფრქვევამდე რამდენიმე საათით ადრე დაახლოებით 17 მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ euronews.com იუწყება.
ვულკანის ამოფრქვევის კადრებზე ჩანს, რომ მისი კრატერიდან ლავის „შადრევანი“ იფრქვევა. ამ „შადრევნის“ სიმაღლე რამდენიმე ასეულ მეტრს აღწევდა. კრატერის ფერფლი და კვამლი ატმოსფეროში 5 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა.
pia.ge
კომენტარები