ჯანმო-ში დაადასტურეს, რომ სანტა კლაუსს კორონავირუსისადმი იმუნიტეტი აქვს
სანტა კლაუსი მსოფლიოს მასშტაბით ბავშვებისთვის საჩუქრების მიტანას შეძლებს, რადგან მას კორონავირუსისადმი იმუნიტეტი აქვს. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაციის ექსპერტმა მარია ვან კერკხოვემ განაცხადა.
„მესმის, რომ ბავშვები ნერვიულობენ, რომ სანტა შობას მათთან ვერ მივა, რადგან მოხუცია და COVID-19-ის რისკ-ჯგუფში შედის. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მას იმუნიტეტი აქვს. ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ და თავს მშვენივრად გრძნობს“, – განაცხადა ვან კერკხოვემ.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ არაერთ ქვეყანაში შობამდე შეზღუდვები შეამსუბუქეს, რათა სანტა კლაუსმა მათი საჰაერო სივრცის გადაკვეთა და ბავშვებისთვის საჩუქრების მიტანა შეძლოს.
მანამდე სანტას თანდაყოლილი იმუნიტეტის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. ანალოგიური განცხადება გაკეთდა ბელგიაშიც, სადაც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა სანტას ოფიციალური წერილი გაუგზავნა და დაარწმუნა, რომ სანტას ბელგიაში ჩასვლის შემდეგ 10-დღიანი კარანტინის გავლა არ მოუწევს. ამასთან, ფრანკ ვანდენბრუკმა სანტას პირბადის ტარების და დისტანციის დაცვის აუცილებლობის შესახებ შეახსენა.
imedinews.ge
კომენტარები