მსოფლიოსაზოგადოება

TESLA-მ ბერლინის მახლობლად ქარხნის მშენებლობა გველებისა და ხვლიკების გამო შეაჩერა

კომპანია Tesla-ს მოუწია დროებით შეაჩეროს ბერლინის მახლობლად პირველი ევროპული გიგაქარხნის მშენებლობა. ამის მიზეზი ადგილობრივი ფაუნა გახდა, კონკრეტულად კი, გველები და ხვლიკები, რომელთა პოპულაციას Gigafactory Berlin-Brandenburg-ის ქარხნის მშენებლობა საფრთხეს უქმნის. ეკოაქტივისტებმა ტყის გაჩეხაზე დროებითი სამართლებრივი აკრძალვის მოპოვება შეძლეს, წერს The Guardian-ი.

სასამართლო სარჩელი Tesla-ს წინააღმდეგ გერმანიის ორმა გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ – „ბრანდენბურგის მწვანე ლიგამ“ (Grüne Liga) და „ბავარიის ბიომრავალფეროვნების ასოციაციამ“ (NABU) – შეიტანა. მათ სასამართლოსგან მოითხოვეს 83 ჰექტარი ტყის გაჩეხის აკრძალვა, რომელიც ბერლინის სამხრეთით მდებარეობს. სარჩელის პასუხად კი, ფრანკფურტ-ონ-ოდერის ქალაქის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საქმის განხილვამდე ამერიკულ კომპანიას მშენებლობას უჩერებს.

Tesla-ს წინააღმდეგ სარჩელში აქტივისტები უთითებენ, რომ ტყის მასივის გაჩეხამ შესაძლოა ადგილობრივი ბინადარი ხვლიკებისა და გველების განადგურება გამოიწვიოს, ასევე სამშენებლო ტექნიკის მუშაობას შეუძლია ტყის სხვა ბინადრებიც შეაწუხოს ზამთრის ძილის პერიოდში, ხოლო მიწის სამუშაოები გრუნტის წყლებს შეუქმნის პრობლემას.

ქვიშის ხვლიკი, ერთ-ერთი დაცული სახეობა, რომელიც „ტესლას“ წინააღმდეგ სარჩელის საფუძველია; DW

ცნობისთვის, ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ეკოლოგების ბრძოლა Tesla-ს წინააღმდეგ უკვე თვეებია, გრძელდება. თებერვალში ბერლინის უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო სარჩელი და კომპანიას დროებითი მუშაობის უფლება მისცა, თუმცა საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმაღლესი ინსტანცია, უცნობია.

წყარო: bpn.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close