სოსო პავლიაშვილმა ჯვარი დაიწერა
სოსო პავლიაშვილი უკვე 20 წელია ირინა პატლახთან ერთად ცხოვრობს, რომელმაც მომღერალს ორი ქალიშვილი გაუჩინა.
სოსო პავლიაშვილის და ირინა პატლახის წყვილი რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობა თავდაპირველად მეგობრობით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მათ ოჯახი შექმნეს და უკვე 20-წლიანი ჰარმონიული თანაცხოვრება აკავშირებთ.
View this post on Instagram
ირინას მშობლები წინააღმდეგები იყვნენ, რადგან პავლიაშვილს მექალთანის რეპუტაცია ჰქონდა. თუმცა მან მოახერხა ირინას მშობლების დარწმუნება. ახლა მათი უფროსი ქალიშვილი ელისაბედი 16 წლისაა, ხოლო სანდრა – 12-ის.
View this post on Instagram
წყვილს ხელი ამ დრომდე არ მოუწერია, სამაგიეროდ ცნობილი გახდა, რომ მათ რამდენიმე დღის წინ ჯვარი დაიწერეს და ონლაინ სუფრაც გაშალეს. ამის შესახებ პავლიაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა.
View this post on Instagram
„რამდენიმე დღის წინ, ღვთის შეწევნით, დავიწერეთ ჯვარი. სურვილი დიდი ხანია გვქონდა, მაგრამ ნელ-ნელა უნდა მიხვიდე სასურველი მიზნისკენ. მღვდელმა აიღო ყველაფერი თავის თავზე და ყველაზე მეტადაც ნერვიულობდა. ჩვენ ტელეხიდი გავაკეთეთ საქართველოსთან და მაშინვე დავასხით ღვინო ჭიქებში“, – ამბობს სოსო. ცერემონიას ესწრებოდნენ წყვილის ქალიშვილები და სოსო პავლიაშვილის უფროსი ვაჟი პირველი ქორწინებიდან – ლევანი.
კომენტარები