მედიცინაიტალია

COVID-19: ინფიცირების პირველი სიგნალი ბავშვებში 10-იდან 8 შემთხვევაში ცხელებაა

გამოიკვლიეს 759 მცირეწლოვანი პაციენტი, მათი სიმპტომები უმეტესად ზრდასრულთა სიმპტომების მსგავსია

Sars-Cov-2-ის ინფექცია ბავშვებში, ძირითადად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ მისი არსებობის ყველაზე ხშირი სიგნალი ცხელებაა – ასე ხდება შემთხვევების 81,9%-ში; მეორე სიგნალი ხველებაა, რომელიც 38%-ში ვლინდება, შემდეგ მოდის რინიტი (სურდო, 20,8%) და დიარეა (16%).

ამას მოწმობს იტალიის პედიატრთა საზოგადოებისა და Sitip-ის (იტალიის პედიატრიული ინფექციური დაავადებების საზოგადოება) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.

კვლევა ინფექციური დაავადებების 50-ზე მეტ ძირითად ცენტრში ჩატარდა იტალიაში და მისი ანგარიში რიგგარეშე ციფრულ კონგრესთან (SIP) დაკავშირებით გამოქვეყნდა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოზარდებს აქვთ სიმპტომები, რომლებიც უმეტესად ზრდასრულთა სიმპტომებს ჰგავს.

„კვლევისთვის შეირჩა 759 ბავშვი, რომელთაგან 20% ერთ წლამდე ასაკის იყო და დღეისათვის ეს არის ბავშვებში Covid-19-ის ინფექციის შემთხვევების ყველაზე დეტალური კვლევა ევროპაში“, – განაცხადა Sitip-ის პრეზიდენტმა გვიდო კასტელი გატინარამ.

კვლევამ აჩვენა, როგორ მოქმედებს ასაკი Covid-19-ის მიმდინარეობაზე პედიატრიულ პოპულაციაში.

ნინო ხოშტარია

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close