შვედეთში დედას შვილი 28 წელი სახლში გამოკეტილი ჰყავდა
სტოკჰოლმის მკვიდრს საკუთარი შვილი 28 წელი სახლში გამოკეტილი. ამის შესახებ შვედური გაზეთი Expressen-ი იუწყება.
41 წლის მამაკაცი მისმა შორეულმა ნათესავმა აღმოაჩინა, როდესაც ტირანი დედის საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ სახლზე მეთვალყურეობა მოუწია. ერთ-ერთ ოთახში მან დაინახა შეშინებული მამაკაცი, რომელიც კუთხეში იმალებოდა. მამაკაცს კბილები არ ჰქონდა და ტანს წყლულები უფარავდა. თითქმის გაველურებული ადამიანი კითხვებს ძლივს პასუხობდა. „ეს საშინელებათა ფილმს ჰგავდა“, – განაცხადა ქალმა.
მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მოგვიანებით კი ექიმები ჩვენების მისაცემად პოლიციაში მივიდნენ. როგორც გაირკვა, საავადმყოფოში მყოფი მამაკაცი 41 წლისაა და ბოლოს ქუჩაში 12 წლის ასაკში იყო, როდესაც მეშვიდე კლასში სწავლობდა. რატომღაც დედამ, რომელიც ახლა 70 წლისაა, შვილის „დაცვა“ მისი იზოლირებით გადაწყვიტა.
ცნობისთვის, ანალოგიური შემთხვევა რუსეთშიც მოხდა. 2019 წლის სექტემბერში ქალაქ ნაბერეჟნიე ჩელნიში პოლიციელებმა სახლში გამოკეტილი სამი ბიჭი იპოვეს. 12, 8 და 4 წლის ძმებმა (სამივეს სხვადასხვა გვარი აქვს) არ იცოდნენ, როგორ ისაუბრონ და იზრუნონ საკუთარ თავზე. აქვთ გონებრივი ჩამორჩენილობა და სხვადასხვა დაავადება.
როგორც გაირკვა, მათი 32 წლის დედა, რომელიც დამლაგებლად მუშაობს, შვილებზე პრაქტიკულად არ ზრუნავდა. ბიჭები არ დადიოდნენ სკოლაში ან საბავშვო ბაღში, არასოდეს ყოფილან ეზოში. მათ არ ჰქონდათ საკმარისი საკვები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ჰიგიენის საშუალებები. ბინაში, სადაც დედამ ბიჭები გამოკეტა, საშინელი ანტისანიტარია სუფევდა. პოლიციამ ბავშვები სპეციალურ დაწესებულებაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადაიყვანა.
კომენტარები