ევროპარლამენტის დეპუტატმა უნგრეთის მმართველი პარტიიდან, ფიდეს საიერმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ის პოლიციამ წვეულებაზე დააკავა, რომელსაც ბელგიური მედია „გეი-ორგიას“ უწოდებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბელგიის პროკურატურამ განაცხადა, რომ დეპუტატს აღმოაჩნდა ნარკოტიკი და ის პოლიციისგან მიმალვას ცდილობდა. პარასკევს, როდესაც ის ბრიუსელში პოლიციამ დააკავა, სეიერი ცდილობდა გამოეყენებინა დეპუტატის იმუნიტეტი, თუმცა ამჯერად მის მიმართ გამოძიება ნარკოტიკების მოხმარებისა და კარანტინის დარღვევისთვის მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ფიდეს საიერის პარტია, რომელსაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს, ტრადიციული, ოჯახური ღირებულებების დამცველია და პარტია ერთსქესიანი წყვილების მიერ შვილად აყვანის წინააღმდეგ გამოდის.
როგორც ბელგიის პროკურატურაში აცხადებენ, ღამის 9 საათზე ბრიუსელის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლებმა პოლიციაში ხმაურისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო დარეკეს. პოლიციამ ადგილზე 20-მდე ადამიანი აღმოაჩინა, მათი უმრავლესობა მამაკაცი იყო. 2 მათგანი აცხადებდა, რომ დეპუტატის იმუნიტეტს ფლობდა. წვეულებაზე მყოფი მამაკაცების უმეტესობა შიშველი იყო. რაც შეეხება საიერს, ის იმ დროს დააკავეს, როდესაც შენობიდან გაპარვას წყლის მილის მეშვეობით ცდილობდა.
rustavi2.ge
კომენტარები